saqarTvelos mwvervalebi - Sino
შინო - მწვერვალი ყუროს ქედზე (მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფზე). სიმაღლე ზღვის დონიდან 4048 მ. თოვლით შემოსილი ციცაბოკალთებიანი პირამიდაა. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.